დირსის დასახლებაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ. ამას ადვოკატები ითხოვდნენ, მაგრამ პროკურატურამ მუხლი შეცვალა. საქმე განზრახ მკვლელობიდან, მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქმეზე გრიგოლ დოჩიასთან ერთად დაკავებულია მისი ნათესავი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. სისხლიან დაპირისპირებას ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ოთხი დაიჭრა, მომხდარის ამსახველი ჩანაწერი ფორმულამ მოიპოვა.